Glamping Tago
მწვანე ტბა

ადგილები ირგვლივ

მწვანე ტბა

ბლოგზე დაბრუნება

განახლდა 14 მარტი, 20234 წუთი საკითხავადფასები და ფაქტები შემოწმდა: მარტი, 2023

ამ პოსტში მოგითხრობთ ბევრი ტურისტისთვის ნაკლებად ცნობილი და აჭარის მთებს შორის დამალული ადგილის შესახებ - ეს არის მწვანე ტბა!

ამ გვერდზე+

საქართველო ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი ბუნებით. ქვეყანაში კონცენტრირებულია თითქმის ყველანაირი კლიმატური ზონები, რეგიონის მიხედვით. ზოგადად, ქვეყნის თითოეული რეგიონი უნიკალურია, თუმცა ამ პოსტში ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემხვილებინა აჭარაზე - ერთ -ერთი ყველაზე თვალწარმტაც მხარეზე ქვეყნის სამხრეთ -დასავლეთში.

აჭარის ტერიტორიაზე გხვდება პლაჟები, ქედები, ტყეები, ჩანჩქერები, ხეობები, ტბები, მდინარეები და მრავალი სხვა ბუნების ობიექტი. ქვემოთ მოგიყვებით აჭარის მთებში დამალულ და ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილის შესახებ - ეს არის მწვანე ტბა. პოსტში იხილავთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომლის გამოყენებით შეძლებთ ამ ულამაზესი ადგილის დალაშქრვას!

მწვანე ტბის შესახებ

მწვანე ტბა მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გარშემორტყმული უზარმაზარი მწვანე და წიწვოვანი მთებით. იგი გამოირჩევა თავისი უნიკალური მწვანე ფერით და ამის შესაბამისად ჰქვია ასეთი სახელი. ტბა მდებარეობს გოდერზის უღელტეხილთან ახლოს ზღვის დონიდან 2133 მეტრის სიმაღლეზე. ახლოს ასევე მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი ბეშუმი.

მწვანე ტბა იზიდავს თავისი სილამაზით, სიწყნარით, წყლის კაშკაშა მწვანე ფერით და უჩენს თავის მნახველს სურვილს კვლავ დაბრუნდეს ამ საოცარი ბუნების საცქერლად.

საინტერესო ფაქტები მწვანე ტბის შესახებ

  • ტბის წყალი სასმელადაც ვარგა, ვინაიდან მას მიწისქვეშა წყაროები ამარაგებენ.
  • ტბაში შეიძლება ბანაობა, თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად. ნაპირებთან წყლის დონე დაბალია, მაგრამ უმეტეს ადგილას ტბის ფსკერი ერთბაშად ღრმავდება და 17 მეტრზე მეტს აღწევს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მონიშნული აქვს ადგილები, სადაც საშიშია ცურვა.
  • მწვანე ტბა ვულკანური წარმოშვებისაა, რასაც ამტკიცებს შავი ქვები, რომლებითაც სავსეა ტბის ფსკერი.
  • ტბაში არ ცხოვრობს არაფერი, არც თევზები, არც წყალმცენერეები.
  • მწვანე ტბა ზამთარში არასდროს არ იყინება.

გზა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიემგზავრება პირდაპირ მწვანე ტბაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ტბის მახლობლად მდებარე გარკვეულ წერტილამდე. მოდით შევხედოთ თქვენი მარშრუტის რამდენიმე ვარიანტს (იხ. ქვემოთ)

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ბათუმი - გოდერძი

ამ მარშრუტის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს.

მიკროავტობუსი ბათუმი - აბასთუმანი, ადიგენი - გაივლის გოდერძს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ჩამოხვიდეთ. მიკროავტობუსი გადის დილით 8:00 საათზე. მგზავრობის ღირებულებაა 13 ლარი.

მიკროავტობუსი ბათუმი - დანისპარაული გადის 11:15 და 15:00 საათზე. მგზავრობის ღირებულებაა 8 ლარი. მიკროავტობუსის დანიშნულლების ბოლო ადგილი გახლავთ სოფელი დანისპარაული, საიდანაც გოდერძიმდე დაახლოებით 3 კილომეტრია.

ხულო - გოდერძი

რაც შეეხება ხულო - გოდერძის მარშრუტს, ხულოდან გოდერძის მიმართულებით ასევე შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვდეთ. მიკროავტობუსი ხულოს ცენტრიდან მიემგზავრება 10:00, 11:00, 14:00, 16:00 საათზე. ტარიფი ანუ მგზავრობის საფასური დამოკიდებულია მძღოლზე, თუმცა სავარაუდო ფასი არ უნდა აღემატებოდეს 7 ლარს.

ასევე, 2021 წლის 1 სექტემბრიდან, დაახლოებით თვის ბოლომდე, დანიშნულია უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ხულოდან ბეშუმში მიემგზავრება და გაივლის გოდერძს. გამგზავრების დრო დილით 8:00 საათზე, გამგზავრების დრო უკან ხულოში იმავე დღის, საღამოს 20:00 საათზე.

უფასო ტრანსპორტის მძღოლის ნომერი: +995 599 713 281

იგივე მარშრუტი ხულო - ბეშუმი გადის ფასიანი ტრანსპორტიც, რომელიც გადის ხულოს ცენტრიდან 17:00 საათზე და ბრუნდება უკან მეორე დღის დილის 8:00 საათზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ მგზავრთა რაოდენობა არ დაიკავებს მიკროავტობუსის ნახევარს მაინც, ტრანსპორტი ამ მიმართულებით იმ დღეს აღარ გაემგზავრება.

მგზავრობის ღირებულება: 7 ლარი.

ფასიანი ტრანსპორტის მძღოლის ნომერი: +995 599 236 125

საკუთარი ავტომობილით

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ხულოდან მწვანე ტბამდე გზა გოდერძის გავლით გადის. სამწუხაროდ, ამ მარშრუტზე გზა არ არის დაგებული. გზა ასფალტირებულია მხოლოდ ზოგიერთ მონაკვეთზე / ინტერვალში გოდერძიდან მწვანე ტბამდე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მაღალი გამავლობის მანქანით მგზავრობა.

განთავსება მწვანე ტბის მახლობლად

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია არის თუ არა ადგილები მწვანე ტბის მახლობლად, სადაც შეგიძლიათ დარჩენა.

Guest House Luka

მწვანე ტბიდან უახლოეს მანძილზე არის სასტუმრო სახლი "ლუკა"

Location on the map: https://goo.gl/maps/V6NoFLDnCwa7eXsB9(https://goo.gl/maps/V6NoFLDnCwa7eXsB9)

ღამისთევის ფასი დაახლოებით 70-80 ლარია. მასპინძლები სტუმრებს საშუალებას აძლევენ მოამზადონ თავიანთი კერძები.

მანძილი ამ სასტუმრო სახლიდან მწვანე ტბამდე დაახლოებით 3.5 კილომეტრია.

მანქანით, მგზავრობას დაახლოებით 10-12 წუთი დასჭირდება.

საფეხმავლო მარშრუტის შემთხვევაში, მწვანე ტბამდე მისვლას დასჭირდება დაახლოებით ერთი საათი.

მარშრუტი: https://goo.gl/maps/tzntVX3zae6uSNUb7(https://goo.gl/maps/tzntVX3zae6uSNUb7)

Guesthouse Oasis, Khulo, Ghurta

ეს სასტუმრო მდებარეობს მწვანე ტბიდან დაახლოებით 16.3 კილომეტრში.

Location on the map: https://goo.gl/maps/HYb3DvW5a5Pe8nrh9(https://goo.gl/maps/HYb3DvW5a5Pe8nrh9)

Oasis Guest House– ს აქვს ბარი, მისაღები, ბაღი და ტერასა. აქ არის საერთო სამზარეულო. ყველა ოთახში მიკროტალღური, მაცივარი, ქვაბი, საშხაპე, უფასო ჰიგიენური საშუალებები და სამუშაო მაგიდა. სასტუმრო სახლის ოთახებს აქვს დასაჯდომი ადგილი.

ოაზისის საოჯახო სასტუმროში ემსახურება კონტინენტური საუზმე.

მანქანით მგზავრობის შემთხვევაში აღნიშნული საოჯახო სახლიდან მწვანე ტბამდე ერთ საათზე ნაკლები უნდა ივარაუდოთ.

მარშრუტი: https://goo.gl/maps/Nrdbmu4n8wypUzG79(https://goo.gl/maps/Nrdbmu4n8wypUzG79)

მწვანე ტბის მახლობლად კვების ობიექტები

სამწუხაროდ, მწვანე ტბისთან ახლოს არ არის კვების ობიექტები, ისევე, როგორც არ არის სურსათის მაღაზიები. ამიტომ, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ საჭმლის თან წამოღება. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა კოცონი დაანთოთ და პიკნიკი მოაწყოთ მეგობრებთან ერთად.

ჩვენ გთხოვთ, გარემოს დაცვის მიზნით, აუცილებლად გაასუფთავოთ ტერიოტორია პიკნიკის შემდგომ, არ დაყაროთ და არ დატოვოთ ნაგავი.

რისი მონახულება შეიძლება გზად

მახუნცეთის ჩანჩქერი

გზად შეგიძლიათ მოინახულოთ მახუნცეთის ხიდი და ჩანჩქერი.

https://goo.gl/maps/s4LvXjeUznaSLB546

ეს არის ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ჩანჩქერი საქართველოში. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. ჩანჩქერის სიმაღლე 50 მეტრია.

ჩანჩქერამდე მისვლა შესაძლებელია როგორც მანქანით, ასევე მიკროავტობუსით, რადგან ის მდებარეობს მთავარი გზის მახლობლად. ჩანჩქერის მონახულება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს.

ხულოს საბაგირო გზა

ხულოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს გოდერზის უღელტეხილის გზაზე. უკვე საკმაოდ ცნობილი საბაგირო გზა ამოდის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში.

ხულოს საბაგირო აშენდა 1985 წელს და მისი სიგრძე 1.919 მეტრია. საბაგირო გზა თავისებურია. მთელ გზას, ხულოდან თაგოსკენ, არ აქვს ერთი შუალედური სვეტი. ამ ყველაფერთან ერთად გზა 350 მეტრის სიმაღლეზე გადის, მდინარე აჭარისწყლის ხეობაში.

We wrote a detailed post about the Khulo cable car, check the link: https://glampingtago.ge/khulo-cable-car-2/(https://glampingtago.ge/khulo-cable-car-2/)

გაითვალისწინეთ

  • მწვანე ტბა მდებარეობს მთებში, ამიტომ ჩვენ გირჩევთ მის მონახულებას მხოლოდ ივლისი-სექტემბრის შუალედში, ვინაიდან წლის სხვა დროს აქაურობა განსაკუთრებული სიცივე ახასიათებს. ზამთარში, თოვლის მაღალი საფარის გამო, გზა დაკეტილია მოძრაობისთვის.
  • Ამ ადგილისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქარი. ძოგადად, მთებში ტემპერატურა ძალიან განსხვავებულია. აუცილებლად თან წაიღეთ თბილი ტანსაცმელი.
  • თუ გადაწყვეტთ ტბაზე წასვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ტბის პირას კარვის გაშლა მოგიწიოთ. თან წაიღეთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ტყეში გასაჩერებლად.
  • ჩვენ გირჩევთ ტბიდან უკან გაიაროთ იგივე ბილიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მთაში დაკარგვის რისკი.

Glamping Tago

რამეს გეგმავთ მთებში?

მოგვწერეთ თარიღები და ადამიანების რაოდენობა. ერთ დღეში გიპასუხებთ რეალური ფასით, არა ბროშურით.