Glamping Tago
ხიხანის ციხე

ადგილები ირგვლივ

ხიხანის ციხე

ბლოგზე დაბრუნება

განახლდა 14 მარტი, 20236 წუთი საკითხავადფასები და ფაქტები შემოწმდა: მარტი, 2023

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში.

ამ გვერდზე+

ხიხანის ციხის შესახებ

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე (აბუსერისძეთა საგვარეულო ციხე) - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აჭარაში. ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე, აჭარა - შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.

ხიხანის ციხე

ისტორიული ფაქტები

ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.

XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი, მან აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე.

ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.

ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში - საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.

ლაშქრობა ხიხანის ციხეში

ხიხანის ციხემდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. მოდით გავეცნოთ თითოეულს!

ხიხანის ციხეში სედანის ტიპის მანქანით მისასვლელი უახლოესი წერტილი არის სოფელი ბაკო, შემდეგ იწყება ცუდი გზა, რომლის გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით.

ხოლო, თუ ამინდმა არ გაამართლა, შეიძლება ჩვეულებრივი - დაბალი მანქანით სოფელ ბაკომდეც ვერ მიაღწიოთ. ზამთარში ბაკო და ყველა მასთან ახლო მდებარე სოფლები იზოლირებულია გარესამყაროსგან, რადგან ამ ადგილას მისვლა თითქმის შეუძლებელია.

როგორც ხიხაძირში, ისე ბაკოში შეგიძლიათ დარჩეთ საოჯახო ტიპის სასტუმროებში. ასევე შესაძლებელია კემპინგის მოწყობა! (იხ. ქვემოთ)

ხიხაძირში ლაშქრობა Khikadziri – long route (no off-road car needed to reach)

ხანგრძლივობა (ცალმხრივი/ერთი გზა): 3 სთ და 30 წთმანძილი: 11 კმ

სიმაღლე: 1124

ხიხაძირში ლაშქრობა სოფელი ბაკო

ხანგრძლივობა(ცალმხრივი/ერთი გზა):2 სთ 12 წთ

მანძილი: 6 კმ

სიმაღლე: 756 მ

Hiking from forest border – short route (off-road car needed to reach)

ხანგრძლივობა (ცალმხრივი/ერთი გზა): 1 სთ 10 წთ

მანძილი: 2.6 კმ

სიმაღლე: 442 მ

ამ ნაწილისთვის დაგჭირდებათ ჯიპი, რომელსაც ხიხაძირიდან ხიხანის ციხის მახლობლად ტყისკენ გადაგიყვანთ, დანარჩენი გზის გავლა ფეხით მოგიწევთ.

ლაშქრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ასევე ლაშქრობის დრო შეიძლება გაიწელოს თუ ცუდ ამინდში მოგიწიათ წასვლა.

გაითვალისწინეთ, რომ უკანა გზა ნაკლებ დროს წაიღებს.

MAPS.ME

ხიხანის ციხიე მისაგნებად საკმაოდ მარტივია, თუმცა თუ გსურთ რუკის გამოყენება გირჩევთ Maps.me, Google-ის ნაცვლად, რადგან გუგლი ვერ ეძებს მარშრუტს ხიხანის ციხემდე.

Საკუთარი მანქანა

თუ ამ გზის გავლა დამოუკიდებლად გსურთ, ჩვენ შევადგინეთ კომპანიების სია, რომლის მომსახურებაც შეიძლება დაგჭირდეთ. (იხ. ქვემოთ)

შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: ბათუმიდან წახვიდეთ სოფელ ბაკოში, რომელიც ხიხანის ციხიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბაკოში შეგიძლიათ დარჩენა საოჯახო სასტუმროში. (აღნიშნულია ამ პოსტში, იხილეთ ქვემოთ).

სოფელ ბაკიბაკომდე მიდის მოასფალტებული გზა, თუმცა გზის რამდენიმე კილომეტრზე არ არის ასფალტი და მიუყვება გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. მრავალი ვარიანტია:შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა, ისარგებლოთ ტაქსით, ისარგებლოთ ადგილობრივი მძღოლების მომსახურებით. (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია პოსტში).

ტრანსპორტი ბათუმიდან

ავტომობილების ქირაობა - ბათუმი

  1. Cars4rent მისამართი: ბათუმი, გიორგი წერეთლის ქ. 80 ტელეფონი: 557 17 11 44 557 17 11 44 https://cars4rent.ge/contact(https://cars4rent.ge/contact) ავტომობილები: კომპანიას ყავს მაღალი გამავლობის ავტომობილები ფასი: მანქანის ქირაობა დღეში დაახლოებით 45-50 ევრო (დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე).
  2. MiMiNO RENT CAR მისამართი: ბათუმი, რუსთაველის გამზირი 13, 6010 ტელეფონი: 579 01 28 01 მანქანა: კომპანიას ყავს მაღალი გამავლობის ავტომობილები ფასი: კომპანია აქირავებს მანქანას მინიმუმ 3 დღით. 1 დღის ფასი 70 დოლარიდან, დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე. 3 დღის ფასი დაახლოებით 210 დოლარს შეადგენს. შეუზღუდავი მანძილი.
  3. https://car24.ge/rent_car_batumi/(https://car24.ge/rent_car_batumi/) ტელეფონი: 514820820 მათ ვებ–გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა მანქანას, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. ყველა ფასი აღნიშნულია.

ტაქსი - აპლიკაციები

  1. ასევე შეგიძლიათ ტაქსის მომსახურებით სარგებლობა. ხოლო თუ იყენებთ კერძო მძღოლების მომსახურებას, ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს. არსებობს ტიპიურ ტურისტულ სიუჟეტში ჩავარდნის რისკი: თუ ადგილობრივი ფასებში ვერ ერკვევით, მაშინ შეიძლება კერძო მძღილმა ძალიან ძვირად დაგიფასოთ თქვენი მარშრუტი. მოულოდნელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ გამოიყენოთ სანდო ტაქსის კომპანიების მომსახურება.წესით, ტაქსით ბათუმიდან ხულომდე მგზავრობა (ერთი გზა) 70 - 100 ლარამდე უნდა შეადგინოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ Yandex Taxi, Maxim ან Bolt App. ხელმისაწვდომია როგორც Apple Store- ისთვის, ასევე GooglePlay- ისთვის. თითოეულ კომპანიას აქვს განსხვავებული ტარიფი. Yandex/Maxim/Boltჩვენ პირადად უპირატესობას ვანიჭებთ bolt-ს, რადგან კომპანია გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით.

Bolt

Maxim

Maxim

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

Georgian 'Marshutka'

ბათუმიდან ხიხანის ციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი გზა არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ ხულოს ცენტრში მისვლა. აქ იყო მარშუტკა, რომელიც ბათუმიდან ხიხაძირში მიდიოდა, მაგრამ ამ პოსტის დაწერის მომენტში ეს მარშრუტი გაუქმდა.

შეგიძლიათ დარეკოთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომ გადაამოწმოთ:

+995 577 90 90 91

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგიძლიათ წახვიდეთ მარშრუტით ბათუმი - ხულო - ხიხაძირი

ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან https://goo.gl/maps/hVxUwSbuhKTrcYyc7(https://goo.gl/maps/hVxUwSbuhKTrcYyc7) გადის ე.წ. "მარშრუტკა" - მიკროავტობუსი ნომერი 1. ტრაფარეტზე მითითებული იქნება ბათუმი - ხულო. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 6 ლარია.

ფასი: 6 ლარი s

ხანგრძლივობა: 2 სთ - 2,5 სთ

სიხშირე: ყოველ 30 წუთში

სამუშაო საათები: დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე

ხულოს ცენტრიდან ხიხანის ციხემდე მისასვლელი რამდენიმე გზა არსებობს:

  1. ეს შეიძლება იყოს მიკროავტობუსიც, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა. მათ არ აქვთ კონკრეტული განრიგი. დაახლოებით, მიკროავტობუსი ტოვებს ხულოს ცენტრს დილის 9-10 საათზე, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული წასვლის მსურველთა რაოდენობაზე (ძირითადად, ისინი ყოველთვის ადგილობრივი არიან). შეგიძლიათ დარეკოთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და სთხოვოთ თქვენთვის სასურველი თარიღის მიხედვით მიკროავტობუსების განრიგი+995 577 90 90 93
  1. შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილობრივი ტაქსის მძღოლების მომსახურებით. ხულოს ცენტრში ხშირად არის ტაქსების დიდი რაოდენობა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ საქმე გაგიმარტივოთ და გავარკვიეთ რამდენიმე საიმედო მძღოლის ნომერი, რომლებსაც შეუძლიათ მოგემსახუროთ და წაგიყვანოთ ხულოდან ხიხანის ციხემდე. ტაქსის მძღოლის საკონტაქტო: 598090966 – თემური 595074991 – ჯონი 598092426 - მიხეილი

გასათვალისწინებელია

დარწმუნდით, რომ თქვენი მოგზაურობისთვის მზიანი დღე გაქვთ არჩეული. ვიზიტის საუკეთესო დრო: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი;

*მნიშვნელოვანია: ტურისტული ინფორმაციის ცენტრის მონაცემებით, ზამთარში ხიხანის ციხის მონახულება თითქმის შეუძლებელია.

დაიწყეთ ლაშქრობა დილით ადრე;

დარწმუნდით, რომ თან გაქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა / პასპორტი, რომელიც შეიძლება მესაზღვრეებმა მოგთხოვონ;

არ დაგვავიწყდეთ თავზე რამის დაფარება და წყლის ბოთლი.

აკონტროლე წყლის ბალანსი!

კემპინგი ხიხანის ციხეში

აქ არის პატარა ქოხი, რომელიც ტურისტებისთვის ღიაა. ეს ის ადგილია, სადაც შეიძლება კემპინგის მოწყობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იგი არ არის კეთილმოწყობილი, მიტომ თქვენ დაგჭირდებათ მატრასი და საძილე ტომარა.

ჩვენი რჩევა იქნება წაიღოთ კარვები და დაბანაკდეთ ხიხანის ციხესთან ახლოს. ეს ადგილი გამოირჩევა შესანიშნავი ხედებითა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცით, აქ შეგიძლიათ დაანთოთ კოცონი და მოაწყოთ მყუდრო სამყარო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

შეეცადეთ ძალიან მშრალ ადგილას არ დაანთოთ კოცონი, რადგან შესაძლოა პატარა ნაპერწკალმაც კი გამოიწვიოს მოულოდნელი ხანძარი.

დასარჩენი ადგილები ხიხანის ციხესთან ახლოს

გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია საქართველოს მთიან მხარეზე, იგი არ გამოირჩევა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სიმრავლით. აქ არის საოჯახო ტიპის სასტუმროების დიდი რაოდენობა. სამწუხაროდ, მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით გაგვერკვია თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და შევადგინეთ დასარჩენი ადგილების სია.

ამ სასტუმროებს Booking.com- ზე ნახვას ვერ შეძლებთ. დაჯავშნა შეგიძლიათ მათთან დარეკვით. სოფლებში გუგლის რუკებზე ქუჩები არ არის, თუმცა ჩასვლისას ყველგან დაინახავთ ნიშნულებს.

  1. სოფელ ყინჩაურში არის სურმანიძეების საოჯახო ტიპის სასტუმრო. ადგილმდებარეობა: https://goo.gl/maps/dpfKdd18bvTji8SH7(https://goo.gl/maps/dpfKdd18bvTji8SH7) ღამისთევა (შედის საუზმე და სადილი) - 45 ლარი. საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ხულოს ცენტრიდან 16 კმ-ში, დაახლოებით 25 წუთის სავალზე. სოფელ ყინჩაურში არ არის ქუჩები, მაგრამ ყველგან არის ნიშნულები აქ სასტუმროს არსებობის შესახებ. საკონტაქტო: +995591446609 +995591446609იზოლდა, საოჯახო სასტუმროების მფლობელი. ასევე ეს ქალბატონი მუშაობს მუზეუმში, მას ასევე შეუძლია გახდეს თქვენი გიდი ხიხანის ციხემდე.
  2. დარიკო აბაშიძის საოჯახო ტიპის სასტუმრო სოფელ ხიხაძირში. ადგილმდებარეობა: https://goo.gl/maps/Yjk5VMD6rx3PVtUh8(https://goo.gl/maps/Yjk5VMD6rx3PVtUh8) ღამე სამჯერადი კვებით 50 ლარი. ყველგან სასტუმროს ნიშნებია, შეგიძლიათ დარეკოთ და სთხოვოთ დახვედრა.საკონტაქტო: +995591714015
  3. სასტუმრო სახლი ბაკო სოფელ ბაკოსთან. ხიხანის ციხიდან სულ რაღაც 6 კმ. ეს არის უახლოესი წერტილი ხიხანის ციხესთან, სადაც შეგიძლიათ დარჩენა. ადგილმდებარეობა: https://goo.gl/maps/au1kteqhUyx7CCyK9(https://goo.gl/maps/au1kteqhUyx7CCyK9) საკონტაქტო: +995593470540

დასარჩენი ადგილები ხულოში

ქვემოთ ჩვენი ფავორიტი ადგილებია აღნიშნული. დამატებითი მეტის ნახვა შეგიძლიათ Booking.com- ზე.

  1. ჰოსტელი 13 ღამისთევა შეგიძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტშიც. ჰოსტელი 13 მდებარეობს ცენტრის მახლობლად. ადგილმდებარეობა: https://goo.gl/maps/mqCYrbY6QaLHAezj6(https://goo.gl/maps/mqCYrbY6QaLHAezj6) საკონტაქტო: 577123476
  2. გლემპინგ თაგო თუ გაჩერების ადგილად აირჩიეთ ხულოს მუნიციპალიტეტი, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ გლემპინგ თაგოს! გლამპინგ თაგომდე მიგიყვანთ საბაგირო გზა, რომელიც ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოსკენ მიემართება. გლემპინგ თაგოზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებ – გვერდზე: http://glampingtago.ge/(http://glampingtago.ge/)

კაფე/რესტორნები

ხულოში არის რამდენიმე კვების ობიექტი.

ხიხანის ციხესთან მიმდებარე კვების ობიექტები

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტერიტორია არ გამოირჩევა კაფე/რესტორნების სიმრავლით, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ საჭმელად ზემოთ აღნიშნულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში, თუ დარეკავთ და შეუკვეთავთ წინასწარ. (ღამისთევა არ არის აუცილებელი)

რესტორნები

რესტორანი "ABX" (ჩვენი პირადი ფავორიტი)

ეს რესტორანი შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს მისაგნებად, რადგან ის შენობის მეორე სართულზეა. რესტორანს აქვს შესანიშნავი ხედი, მისაღები ფასები და მომსახურეობის კარგი სერვისი!

https://goo.gl/maps/Ui2XAt62m3A9FJqP9(https://goo.gl/maps/Ui2XAt62m3A9FJqP9)

  • ხულოს რესტორანი

https://goo.gl/maps/kaAJoV3tGCKyA1JS7(https://goo.gl/maps/kaAJoV3tGCKyA1JS7)

  • რესტორანი აჭარა

https://goo.gl/maps/yHa53JAivRFhrdiSA(https://goo.gl/maps/yHa53JAivRFhrdiSA)

რესტორანი თაგოში

გლემპინგ თაგო რესტორანი, რომლიც გთავაზობთ ვეგეტარიანული მენიუს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძები და შეისვენოთ ხიხანის ციხისკენ მიმავალ გზაზე.

Glamping Tago

რამეს გეგმავთ მთებში?

მოგვწერეთ თარიღები და ადამიანების რაოდენობა. ერთ დღეში გიპასუხებთ რეალური ფასით, არა ბროშურით.