
მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!
ერთია გქონდეს იდეა, და მეორე, რამდენად განახორციელებ მას. იდეა ასახავს თქვენს ხედვასა და წარმოდგენას, ამიტომ რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ იგი აუცილებლად უნდა განახორციელოთ. მხოლოდ ,,გიჟური" იდეით შეიძლება შეიქმნას რაღაც ახალი და უნიკალური. სირთულე ყოველთვის თან ახლავს ახალ წამოწყებას, მაგრამ არასდროს უნდა დაივიწყო, რომ ყოველი ახალი მცდელობით იწყება ახალი თავგადასავალი. იყავი აღმოჩენაში!
“If your dreams don’t scare you, they are not big enough”
ჩვენ გვინდა მოგიყვეთ ამბავი იმისა თუ როგორ დავადექით ამ გზას, როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა გლემპინგ თაგოს შექმნისა და განვითარების იდეა; რა ეტაპზე ვართ და რისკენ მივისწრაფვით.
მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ მიზანმიმართულად ვეძებდით კონკრეტულ ადგილს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ ,,ადგილმა თავად გვიპოვნა". ჯონასის(გლემპინგ თაგოს დამფუძნებლის) სურვილი იყო საქართველში მოგზაურობა, ქვეყნის არცთუ ისე ცნობილი ადგილების შესწავლა. იგი სრულიად შემთხვევით მოხვდა სოფელ თაგოში, რომელიც ტურისტებით დატვირთული ზღვისპირა ქალაქიდან რამდენიმე საათის სავალ გზაზე მდებარეობს. საკვირველია, რომ ეს, საიდუმლოებით სავსე, ულამაზესი სოფელი არცთუ ისე შეჩვეულია ტურისტულ ნაკადს. ჯონასი უდაოდ მოიხიბლა თაგოს გამორჩეული ბუნებით და მისი პეიზაჟებით დატკბობის მიზნით კიდევ რამდენიმე დღე გაატარა ამ ისტორიულ რეგიონში. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:,,ყველა ჩვენგანს გვქონია ჭარბი ემოციების მოზღვავების მომენტი".
ამ ადგილის შთაგონებით გაჩნდა ახალი ტურისტული პროექტის შექმნის იდეა.
თავდაპირველად იყო დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობა. თუმცა ამ პროექტს ჩვენ თამამად ვუწოდებთ “გიჟურს” და აგიხსნით რატომ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმროს პროქტის დაგეგმვისას ჩვენ არ ვითვალისწინებდით არანაირ ხარჯებს, ჩვენ უბრალოდ ვქმნიდით “იდეალურ სურათს” იმისა, რის აშენებაც გვსურდა. პროექტის 3D ვერსიაზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ყველაფერს: კედელზე ცოცვის მეშვეობით შეიძლებოდა მაღლა სართულზე ასვლა; გარდა ამისა ერთ-ერთ სართულზე იყო ჩაფიქრებული ტრამპლინის/ ბატუტის აშენება, რომლის მეშვეობით სტუმარს ასევე შეძლებდა მაღლა სართულზე ასვლას; სასტუმროს სახურავზე კი დაგეგმილი იყო დიდი აუზის აშენება; ასევე უამრავი “დამალული” კარები სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე და ა.შ. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვუწოდებთ ამ პროექტს “გიჟურს”.
როგორც ხედავთ, სასტუმრო წარმოადგენს რთულ და მრავალფუნქციურ პროექტს. ამასთან, პროექტის განხორციელებას სჭირდებოდა ბევრი დრო, ბიუჯეტი და, რაც მთავარია, მის განსახორციელებლად აუცილებელი იყო გამოცდილების ქონა, რომელიც, ჩვენი აზრით, ჩვენ არასაკმარისი გვქონდა.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება არარეალური იყო იმ მომენტისთვის, ამიტომ ჩვენ გავაგრძელეთ იდეაზე მუშაობა.
ჩვენ განვაგრძეთ იდეაზე ფიქრი, მისი განვითარება და დახვეწა. ჩვენ დავიწყეთ ხარჯების გათვალისწინება და ასევე იმის გათვალისწინება თუ რამდენად განხორციელებადია ესა თუ ის იდეა. ჩვენ დაგვებადა ჰოსტელის აშენების იდეა, რომელსაც ასევე ექნებოდა საინტერესო დიზაინი, თუმცა მშენებლობის კუთხით იგი უფრო მარტივ პროექტს წარმოადგენდა.
საერთო საცხოვრებლის მთავარი სამშენებლო მასალა უნდა ყოფილიყო ხე და ჩალა. ჩალის კონებით აშენებული სახლები არის ნაკლებ ხარჯიანი და უფრო მარტივი აშენების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენმა ფანტაზიამ ისევ თავისი გააკეთა. მაგალითად, საერთო საცხოვრებლის ქვეშ, საცურაო აუზის აშენება გვინდოდა, და გარდა ამისა, აქ უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული სანტექნიკის მთლიანი სისტემა. ამის მეშვეობით ჩვენ შევძლებდით წყლის გაფილტვრას იმ სტანდარტების მიხედვით, რასაც დასალევი წყალი მოითხოვს. გარდა ამისა ჩვენ ვვარაუდობდით ჰოსტელი ყოფილიყო 2 სართულიანი, სადაც პირველი სართული იქნებოდა აბსოლუტურად ღია სივრცე და საერთო ჯამში, ეს ჰოსტელი იქნებოდა ჩალის კონებით აშენებული ყველაზე დიდი შენობა.
იხილეთ ჰოსტელის სრული 3D ვერსია:
ჰოსტელის აშენება ბევრად უფრო მარტივი ჩანდა, ვიდრე სასტუმროს, რომელიც ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ზემოთ, და ჰოსტელის იდეა უფრო ახლოსაა რეალობასთან, თუმცა ამის მიუხედავად, ის არც ისე ბიუჯეტური ვარიანტი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელეთ იდეაზე მუშაობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი ფაქტი - მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტზე ვამახვილებთ ყურადღებას, პირველ რიგში, გამოცდილებაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ასეთი პროექტებისთვის გვაკლდა. ძნელია ამხელა პასუხისმგებლობის აღება, როდესაც მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამ და ყველაფერს სწავლობთ წარმატებული და წარუმატებელი მომენტების ფონზე.
იდეა ჩამოყალიბდა გლემპინგით, რითაც ჩვენ ვამაყობთ. არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო გლემპინგის აშენება ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება.
გლემპინგის მშენებლობა ბევრად უფრო რეალური აღმოჩნდა, ვიდრე წინა პროექტები, რომლებიც ჩვენ გაგიზიარეთ. გლემპინგის აშენება გულისხმობდა ნაკლებ ხარჯს. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ბიზნესი არის სწრაფად განვითარებადი და, შესაბამისად, ინვესტორებსაც დიდი ინტერესი გააჩნია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტურისტები უფრო და უფრო იჩენენ ინტერესს experience based მოგზაურობისადმი. დაბოლოს, გლამპინგი არის სამთო ტურიზმის მომავალი და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას.
ყოველთვის გვამოძრავებდა ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ გვინდოდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ხალხი, საერთო ზონების სიმრავლის გამო, "იძულებული" გახდებოდნენ ერთმანეთთან იურთიერთონ. თანამედროვე სამყაროს რიტმში, ადამიანთა უმეტესობა მარტოობას ანიჭებს უპირატესობას, და ერთობას თავს არიდებს. ჩვენ კი, უპირატესობას სწორედ ერთობას ვანიჭებთ.
ჩვენი მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც იქნება ერთიანობა. ვეცდებით, რომ ჩვენს თითოეულ სტუმარში სიყვარულით და ზრუნვით განპირობებული კვალი დავტოვოთ.
გლემპინგ თაგო წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.
ჩვენ ვქმნით კომფორტულ ადგილს ავთენტური აჭარის შუაგულში.
აქ შეძლებთ შექმნათ ახალი ისტორიები და გადაეშვათ ახალ თავგადასავლებში.

მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!

სასიხარულო ამბავი თქვენთვის: გლამპინგების ბიზნესი აჭარაში ბოლო დროს აქტიურად ვითარდება და ახლა თქვენ გაქვთდ დიდი არჩევანი!

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა თქვენთვის საუკეთესო რჩევები აქტიური გარე დასვენებისთვის, Glamping Tago-ს მაგალითზე.