მოგზაურობის ორგანიზებისას, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ასევე გასავლელი გზა, რადგან გადატვირთული და ხმაურიანი ქალაქებისგან განსხვავებით, ბუნება მოკლებულია ხალხმრავლობას, სწორედ ეს არის მისი სილამაზე და ამიტომაც ჰქვია მას განმარტოება ბუნებასთან! ამიტომ, თქვენ უნდა იზრუნოთ არა მხოლოდ თქვენს დაგეგმილ ლოკაციის შერჩევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე.
ჩვენ დავწერეთ დეტალური ბლოგის პოსტი, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ გლამპინგ თაგოში. თუ ბათუმიდან ჩამოდიხარ, ჯერ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში უნდა მოხვიდეთ. როგორ მივიდეთ ხულოში, მიჰყევით ბმულს: https://glampingtago.ge/how-to-get-to-khulo/
ხულოში მოხვედრის შემდეგ, თქვენ უნდა ახვიდეთ სოფელ თაგოში, სადაც მდებარეობს ჩვენი გლამპინგი. როგორ მიხვიდეთ თაგოში, მიჰყევით ბმულს: https://glampingtago.ge/how-to-get-to-glamping-tago/
თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოდიხართ გლემპინგში, მაშინ ორმაგად ბევრი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი რეისი გადაიდო? ან როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ძალიან გვიან მოგიწიათ ჩამოსვლა და დროულად ვერ მოხვდით დანიშნულების ადგილას?
ყოველთვის იქონიეთ კავშურუ მასპინძლებთან/ გლემპინგის თანამშრომლებთან. გადაუდებელ შემთხვევებში, ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ შემოგთავაზონ ალტერნატივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად ხართ უცხო ქვეყანაში. ჩვენ გირჩევთ წინასწარ დაუსვათ შეკითხვები მასპინძლებს, ჯავშნის გაფორმებამდე ან ჯავშნის გაფორმების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები.