
We decided to write for you the best tips for outdoor recreation using the example of Glamping Tago.
თბილისიდან პირდაპირ ხულოსკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ მართოთ მხოლოდ 4X4 მაღალი გამავლობის მანქანა! ჩვენ არ გირჩევთ ამ მარშრუტის გავლას მსუბუქი ავტომობილით.
დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანა ნამდვილად ოთხი წამყვანი ავტომობილია (4X4).
ხულოში მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს:
1. საზოგადოებრივი ტრანსპორტი - შეგიძლიათ იმგზავროთ მიკროავტობუსით;
2. შეგიძლიათ გამოიძახოთ ტაქსი;
3. შეგიძლიათ მანქანის დაქირავება;
გზა ბათუმიდან ხულოში მთლიანად ასფალტირებულია, ამიტომ მაღალი გამავლობის მანქანა არ დაგჭირდებათ.
ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის ე.წ. "მარშრუტკა" - მიკროავტობუსი. ტრაფარეტზე მითითებული იქნება ბათუმი - ხულო. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 6 ლარია. მოკროავტობუსი გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდება, რათა თქვენ შეძლოთ დასვენება,წახემსება(სადგურზე ხელმისაწვდომია საკვები) და გარემოს დათვალიერება.
ფასი: 7 ლარი
ხანგრძლივობა: 2 სთ - 2,5 სთ
სიხშირე: ყოველ 30 წუთში
სამუშაო საათები: დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე
მათ, ვინც კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, შეუძლიათ ისარგებლონ ტაქსის მომსახურებით. ფასები დამოკიდებულია ამა თუ იმ კომპანიის ტარიფებზე.
წესით, ტაქსით ბათუმიდან ხულომდე მგზავრობა (ერთი გზა) 70 - 100 ლარამდე უნდა შეადგინოს.
Bolt
Maxim
Maxim
*გაითვალისწინეთ, კერძო მძღოლების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს და ზოგჯერ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ტაქსის კომპანიების მომსახურება.
ჩვენ შევადგინეთ იმ კომპანიების კონტაქტების სია, რომელიც აქირავებენ ავტომობილებს და რომლის მომსახურებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ხულოს ცენტრში შეუძლია მიგიყვანოთ, როგორც ჩვეულებრივ მანქანას, ისე ჯიპს .
ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ მანქანების გაქირავების კომპანიების სიას:
მათთვის, ვისაც უყვარს ექსტრემალური მოგზაურობები, შეგიძლიათ იფიქროთ ველოსიპედით ხულოში გამგზავრებაზე. რა უნდა გაითვალისწინოთ ამ მოგზაურობის წინ:
გზა
ბათუმიდან ხულოში გზა უფრო რთულია, ვიდრე ხულოდან ბათუმისკენ. ეს იმითაა განპირობებული, რომ ხულოსკენ მიმავალ გზაზე გიწევთ ბევრი აღმართი, ხულოდან კი ბათუმში, პირიქით. ამიტომ, ამ ტიპის ტურით სარგებლობა მხოლოდ შესაბამისი ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.
ველოსიპედის ქირაობა
Active Georgia – MTB ველოსიპედის გაქირავება, ექსკურსიები ბათუმსა და მთიან აჭარაში (შესაძლებელია გიდ-ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა). ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური მარშრუტების დაგეგმვა.
თუ ხულოში მისასვლელად გჭირდებათ ველოსიპედის ქირაობა, ველოსიპედის ღირებულება 1 დღით შეადგენს 60 ლარს.
საკონაქტო: +995 555969396 555969396
მისამართი: https://goo.gl/maps/vfqtaBpaoeCq1Bxs5
Facebook link: https://m.facebook.com/activegeorgia/
გლემპინგ თაგო წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.
ჩვენ ვქმნით კომფორტულ ადგილს ავთენტური აჭარის შუაგულში.
აქ შეძლებთ შექმნათ ახალი ისტორიები და გადაეშვათ ახალ თავგადასავლებში.
We decided to write for you the best tips for outdoor recreation using the example of Glamping Tago.
In this post we will tell you about a place little known to many tourists and hidden among the Adjara mountains – this is Green Lake!
მოხარულები ვართ, რომ გეგმავთ გლემპინგ თაგოში სტუმრობას! პოსტში მოცემულია საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხვდეთ აქ.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია,
მოგვწერეთ!
You need a 4×4 off road car for following pieces:
* Akhaltsikhe -> Khulo
* Khulo -> Tago