გლემპინგ სივრცე
განთავსება
ლოტუსის კარვები
ლოტოსის კარვები იძლევა ბუნებასთან ღრმა კონტაქტის შესაძლებლობას, შორეული მთებისა და ახლომდებარე ხეობის განსაცვიფრებელი ხედებით. თითოეული კარავი საგულდაგულოდ არის აღჭურვილი, რათა თქვენი დასვენება მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
რა არის კარვის შიგნით?
- შეშის ფეჩი (შეშა ასევე დაგხვდებათ)
- ფეხსაცმლის თარო
- ერთი სავარძელი
- ორადგილიანი საწოლი
- ხალიჩა
- Electricity & Light
- ელექტრო გამათბობელი
- Towels & bedlinen
- ყურის საცობები
- Სანაგვე ურნა
- Wifi
ფასი
ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ხედის ტიპისა და სტუმრების რაოდენობის მიხედვით. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ უახლესი ფასები და გააფორმოთ ჯავშანი.
ჰოსტელი - საერთო საცხოვრებლის ნახევარგუმბათოვანი კარავი
გუმბათოვანი კარავი ფუნქციონირებს როგორც ჰოსტელი, ამიტომ მას აქვს ერთი დიდი ოთახი, რომელიც 9 ადამიანს იტევს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
3 იარუსი
კარავში სულ 9 საწოლია და დაყოფილია სამ იარუსად: ქვედა, შუა და ზედა.
თვალწარმტაცი ხედები
გარდა იმისა, რომ ყველა იარუსის სტუმარს ეშლება ულამაზესი ხედი საწოლიდან, გუმბათიან კარავს აქვს დიდი პანორამული ფანჯრები რომელიც მდებარეობს ზედა იარუსის სახურავზე, იმისათვის, რომ დამსვენებელი დატკბეს არა მხოლოდ დღის მზით, არამედ ვარსკვლავური ცის ხედებით.
🔸 აივანი
გუმბათოვან კარავს ასევე აქვს პატარა, მყუდრო აივანი და იმის გათვალისწინებით, რომ კარავი მდებარეობს მაღალ პლატფორმაზე, მთის ხედები და მზის ჩასვლა/ამოსვლის ხედები ყველაზე კარგად ჩანს!
რა არის გუმბათოვანი კარვის შიგნით?
- შეშის ფეჩი (შეშა ასევე დაგხვდებათ)
- ელექტრო გამათბობელი
- საკიდები ტანსაცმლისთვის
- დასაჯდომი სივრცე
რა არის თითოეული კაბინის შიგნით?
- ერთადგილიანი საწოლი
- ხალიჩა
- Electricity & reading lamp
- პატარა სარკე
- Towels & bedlinen
- ყურის საცობები
- თარო
- პატარა ნაგვის ურნა
სველი წერტილები
გლემპინგში, ნახევრად გუმბათოვანი კარვის ქვეშ, საერთო სააბაზანო ბლოკს იპოვით. მასში 2 შხაპი და 2 ტუალეტია განთავსებული. ჭკვიანი მინის ტექნოლოგიის წყალობით, შხაპებიდან საოცარი ხედები იშლება, რაც საშუალებას გაძლევთ, სურვილისამებრ გადართოთ „ხედვის რეჟიმსა“ და „ხედის გარეშე“ რეჟიმებს შორის.
შხაპის მიღებისას შეგიძლიათ დატკბეთ წარმოუდგენელი პანორამით, ან აირჩიოთ ხედის გაარეშე შხაპი ჩამრთველის გადართვით.
რა დაგხვდებათ სააბაზანო სივრცეში
- ცივი და ცხელი წყალი
- გათბობა
- შამპუნი და დუშგელი
- დამატებითი პირსახოცები
- თმის საშრობი
- სარკეები
- ნიჟარები
- ხალათი
კოცონი
კოცონთან გატარებული ჯადოცნური მომენტები
წარმოიდგინეთ, რომ პლედში ხართ გახვეული, ზიხართ კოცონთან და აკვირდებით ნაპერწკლებს, რომელიც ნელა იშლება ზემოთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში.
იცით, რა ხდის კოცონს ასეთ ჯადოსნურს? ეს არის ის კავშირი, რომელიც იქმნება ერთ დიდ წრეში მსხდომ ადამიანებს შორის. ამას დავამატოთ ქართული ღვინო და მართლაც, თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საღამოსთვის სხვა არაფერია საჭირო. ბედნიერება წვრილმანებშია.