ჩვენთვის მნიშვნელოვანია
სიყვარული ბუნებისადმი
ბუნებაში ყოფნა ხალხს აახლოებს ჭეშმარიტებასთან და ეხმარება მშვიდობის დამყარებაში.
ბიზნესვენი ბიზნეს პროექტის წამოწყების საფუძველი ჩაუყარა სიყვარულმა ბუნებისადმი
და ჩვენ სასიცოცსლოდ აუცილებელი მიგვაჩნია ბუნების ყოველი რგოლის ეფექტური დაცვა და გონივრული გამოყენება.
გააზრებული მოგზაურობა
ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმი შეიძლება იყოს მდგრადი და ეს ბუნებისთვისაც იყოს ხელსაყრელი.
ამიტომ, ჩვენი მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება
და გვსურს მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი გავხდეთ.
უნიკალური გამოცდილების შემუშავება
ჩვენი საცხოვრებელი გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას.
გლემპინგ თაგო ქმნის პირობებს იმისათვის, რომ თქვენ თავი მარტო არასდროს იგრძნოთ და იყოთ განუყრელი ნაწილი იმ საზოგადოების, რომელიც ჩვენს სივრცეს სტუმრობს . აქ ადამიანები იზიარებენ საერთო ღირებულებებს, ზრუნავენ ერთმანეთზე, ბუნებაზე და ახალ კავშირებს ქმნიან .
სტუმართმასპინძობა
გატაცებული ვართ ჩვენი საქმიანობით. გლემპინგ თაგოს გუნდის თითოეული წევრი ცდილობს აგრძნობინოს სტუმარს ეს სიყვარული მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევით.
ჩვენ ვეხმარებით ჩვენს სტუმრებს მოემზადონ თავიანთი მოგზაურობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოგზაურობის ყოველ ნაბიჯზე.