ჩვენი გლმპინგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ თაგოში. გლემპინგ თაგო წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.
ჩვენი Glamping-ის კარი სტუმრებისთვის პირველად 2021 წლის ზაფხულში გაიღო, მანამდე კი მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირველი სეზონი საკმაოდ ხანმოკლე იყო და მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა (ივნისი - ნოემბერი), უამრავი ადამიანი გვესტუმრა პირველ წელს!
ყოველდღე ვეცნობოდით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და ზოგადად ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული რიტმი აქვთ! მიუხედავად ამისა, ყოველივე ზემოთქმულმა ხელი არ შეგვიშალა, რომ ერთი დიდი საზოგადოების ნაწილი გავმხდარიყავით და ბევრი ბედნიერი დღე გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის.
ამ ყველაფერმა კი აღგვიძრა სურვილი თქვენთან ერთად მუშაობის, რადგან, ვფიქრობთ, ერთად ბევრი რამ შეგვიძლია შევქმნათ.
თუ თქვენ მოხვედით ამ ვებ გვერდზე, მაშინ დიდი ალბათობით გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა!
განვიხილოთ ვარიანტები
თუ თქვენ ხართ:
მაშინ აუცილებლად გვაქვს ერთობლივი მუშაობის/თანამშრომლობის პერსპექტივა!
თქვენგან გვჭირდება მხოლოდ მოთხოვნის დატოვება, მოკლე მესიჯით და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით, რაც შეიძლება მალე!