
მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!
ეს ადგილი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ჩვენ შეგვიყვარდა აქაურობა და ჩავთვალეთ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უნდა შთაგონებულიყო ასეთი ხედებით და ასეთი ატმოსფეროთი. ჩვენ ვეღარ დავტოვეთ ეს ადგილი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომავალი საქმეც ამ ადგილთან დაგვეკავშირებინა.
ჩვენ წინასწარ არ გვქონდა განსაზღვრული გლემპინგის ასაშენებლად შესაბამისი ადგილის მოძებნა. ამ ადგილას ახალი ტურისტული პროექტის შექმნის იდეა თანდათან განვითარდა. თავდაპირველად გვინდოდა სასტუმროს აშენება, შემდეგ ჰოსტელის, მაგრამ ბოლოს შევჯერდით გლემპინგზე. რატომ ეს არჩევანი? მოდით, ერთად გავიგოთ, თუ რატომ არის აჭარა საუკეთესო ადგილი გლემპინგისთვის!
მოდით, ჯერ ზოგადად რეგიონზე ვისაუბროთ.
გლამპინგი წარმოადგენს ინოვაციას ტურიზმის სფეროში, იგი ბუნებასთან ერთიანობის მიღწევის ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა, რომელიც ასევე გვთავაზობს კომფორტს, რომლის გარეშეც დღეს დასვენება შეუძლებელია.
დღეს ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფერო გვთავაზობს მრავალ საცხოვრებელ ადგილს კლიენტის საჭიროებებისა და ბიუჯეტიდან გამომდინარე: დაწყებული მდიდრული სასტუმროებიდან, ჰოსტელებით დამთავრებული. ხოლო თუ კი თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალი შთაბეჭდილებების და შესაძლებლობების მიღება, ასევე წარმტაცი ადგილების მონახულება და ადამიანებთან დაახლოება, მაშინ გლემპინგ თაგო სწორედ თქვენთვისაა!
ზოგადად, გლემპინგის მოწყობის ლოკაცია არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ყველაზე მიმზიდველი არის მაღალმთიან რეგიონში არსებული გლემპინგები. აჭარა კი, ამ მხრივ, უდაოდ უნიკალურია.
აჭარა არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აჭარაში გვხვდება რელიეფის ორივე სახე, მთაც და ბარიც. სწორედ მისი მრავალფეროვანი რელიეფის გამოა იგი მიმზიდველი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს.
ბათუმიდან რამოდენიმე საათის სავალზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი თაგო, სადაც განთავსებულია ჩვენი გლემპინგი.
მრავალი წლის განმავლობაში ხულო ტურისტებისთვის უცნობი იყო. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ დღესდღეობით სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და ხულოს წლის განმავლობაში მრავალი მნახველი სტუმრობს, რომელიც მუდამ აღფრთოვანებული რჩება. არსებობს მრავალი მიზეზი იმისა თუ რატომ ავირჩიეთ სწორედ ეს ადგილი ჩვენი კარვების ასაშენებლად.
სოფელი თაგო ხულოს ცენტრიდან საბაგირო გზით არის დაკავშირებული. ეს საბაგირო გზა 1985 წელს გაიხსნა და მისი საშუალებით, სულ რაღაც 10 წუთში, ჩვენს ტერიტორიაზე იქნებით; თუმცა, ეს 10 წუთი ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი, რადგან წლის ნებისმიერ დროს, თვალწინ ულამაზესი ხედები იშლება.
ხულოს საბაგირო გზაზე მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს პოსტში: https://glampingtago.ge/khulo-cable-car-2/
ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ რამდენად ლამაზი და უნიკალურია ჩვენი ბუნება, ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოფელი თაგო, სადაც მდებარეობს ჩვენი გლემპინგი.
თაგომ მოგვხიბლა თავისი წარმოუდგენელი ატმოსფეროთი. წარმოიდგინეთ, მყუდრო სოფელი საქართველოს მთებში, პატარა ხის სახლებით, შენარჩუნებული კულტურითა და ადგილობრივი ადათ-წესებით.
ასევე, ხულოში შესანიშნავი კურორტები, ულამაზესი ბუნება და ისტორიულ-კულტურული ძეგლებია, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. ამ ადგილის ისტორიის შესახებ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს პოსტში: https://glampingtago.ge/history-of-khulo/
თაგომ ჩვენი ყურადღება მიიქცია თავისი ულამაზესი ბუნებით.სრული თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ თაგო აჭარის მთების გულია. მისი ,,არქიტექტურა'' ადამიანს ეხმარება შექმნას ჰარმონიული გარემო,რომელიც ცხოვრებას გაამდიდრებს,როგორც ესთეტურად,ისე სულიერად. თაგოში გლემპინგის მშენებლობა, სწორედ, მისი უნიკალურობის გამო დაგვებადა, ვინაიდან, მისი შესანიშნავი ხედები მთელი წლის მანძილზე,ნებისმიერ სეზონზე, მოგჭრით თვალს.
გლემპინგ თაგო არის ასევე მშვენიერი იდეა ერთდღიანი ტურის მოსაწყობად. გლემპინგ თაგო გთავაზობთ არა მართო მიმზიდველ ბუნებას, არამედ განსხვავებულ ვეგანურ მენიუსაც, ჩვენთან არსებულ რესტორანში. ადგილობრივი მოსახლეობა ნატურალურ საჭმელს მიირთმევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტებსაც შეუძლიათ ჯანსაღი ბიოპროდუქტების დაგემოვნება.
გლემპინგ თაგო წარმოადგენს აჭარის მთების გულს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი დიდი სურვილია, გლემპინგ თაგო ვაქციოთ მის მთავარ “არტერიად”, რომელიც ნამდვილად ასიამოვნებს თქვენს თვალს და მოგანდომებთ კვლავ მოგზაურობას ამ საოცარ ადგილებში.
ჩვენი მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც იქნება ერთიანობა. ვეცდებით, რომ ჩვენს თითოეულ სტუმარში სიყვარულით და ზრუნვით განპირობებული კვალი დავტოვოთ.
გლემპინგ თაგო წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.
ჩვენ ვქმნით კომფორტულ ადგილს ავთენტური აჭარის შუაგულში.
აქ შეძლებთ შექმნათ ახალი ისტორიები და გადაეშვათ ახალ თავგადასავლებში.

მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!

სასიხარულო ამბავი თქვენთვის: გლამპინგების ბიზნესი აჭარაში ბოლო დროს აქტიურად ვითარდება და ახლა თქვენ გაქვთდ დიდი არჩევანი!

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა თქვენთვის საუკეთესო რჩევები აქტიური გარე დასვენებისთვის, Glamping Tago-ს მაგალითზე.