
მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!
ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.
XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი, მან აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე.
ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.
ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.
ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში — საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.
ხიხანის ციხემდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. მოდით გავეცნოთ თითოეულს!
ხიხანის ციხეში სედანის ტიპის მანქანით მისასვლელი უახლოესი წერტილი არის სოფელი ბაკო, შემდეგ იწყება ცუდი გზა, რომლის გავლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით.
ხოლო, თუ ამინდმა არ გაამართლა, შეიძლება ჩვეულებრივი - დაბალი მანქანით სოფელ ბაკომდეც ვერ მიაღწიოთ. ზამთარში ბაკო და ყველა მასთან ახლო მდებარე სოფლები იზოლირებულია გარესამყაროსგან, რადგან ამ ადგილას მისვლა თითქმის შეუძლებელია.
როგორც ხიხაძირში, ისე ბაკოში შეგიძლიათ დარჩეთ საოჯახო ტიპის სასტუმროებში. ასევე შესაძლებელია კემპინგის მოწყობა! (იხ. ქვემოთ)
ხიხაძირში ლაშქრობა Khikadziri – long route (no off-road car needed to reach)
ხანგრძლივობა (ცალმხრივი/ერთი გზა): 3 სთ და 30 წთ
მანძილი: 11 კმ
სიმაღლე: 1124
ხიხაძირში ლაშქრობა სოფელი ბაკო
ხანგრძლივობა(ცალმხრივი/ერთი გზა):2 სთ 12 წთ
მანძილი: 6 კმ
სიმაღლე: 756 მ
Hiking from forest border – short route (off-road car needed to reach)
ხანგრძლივობა (ცალმხრივი/ერთი გზა): 1 სთ 10 წთ
მანძილი: 2.6 კმ
სიმაღლე: 442 მ
ამ ნაწილისთვის დაგჭირდებათ ჯიპი, რომელსაც ხიხაძირიდან ხიხანის ციხის მახლობლად ტყისკენ გადაგიყვანთ, დანარჩენი გზის გავლა ფეხით მოგიწევთ.
ლაშქრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ასევე ლაშქრობის დრო შეიძლება გაიწელოს თუ ცუდ ამინდში მოგიწიათ წასვლა.
გაითვალისწინეთ, რომ უკანა გზა ნაკლებ დროს წაიღებს.
MAPS.ME
ხიხანის ციხიე მისაგნებად საკმაოდ მარტივია, თუმცა თუ გსურთ რუკის გამოყენება გირჩევთ Maps.me, Google-ის ნაცვლად, რადგან გუგლი ვერ ეძებს მარშრუტს ხიხანის ციხემდე.
Საკუთარი მანქანა
თუ ამ გზის გავლა დამოუკიდებლად გსურთ, ჩვენ შევადგინეთ კომპანიების სია, რომლის მომსახურებაც შეიძლება დაგჭირდეთ. (იხ. ქვემოთ)
შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ: ბათუმიდან წახვიდეთ სოფელ ბაკოში, რომელიც ხიხანის ციხიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბაკოში შეგიძლიათ დარჩენა საოჯახო სასტუმროში. ( აღნიშნულია ამ პოსტში, იხილეთ ქვემოთ).
სოფელ ბაკიბაკომდე მიდის მოასფალტებული გზა, თუმცა გზის რამდენიმე კილომეტრზე არ არის ასფალტი და მიუყვება გრუნტიანი გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. მრავალი ვარიანტია:შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა, ისარგებლოთ ტაქსით , ისარგებლოთ ადგილობრივი მძღოლების მომსახურებით . (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია პოსტში).
ასევე შეგიძლიათ ტაქსის მომსახურებით სარგებლობა.
ხოლო თუ იყენებთ კერძო მძღოლების მომსახურებას, ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს. არსებობს ტიპიურ ტურისტულ სიუჟეტში ჩავარდნის რისკი: თუ ადგილობრივი ფასებში ვერ ერკვევით, მაშინ შეიძლება კერძო მძღილმა ძალიან ძვირად დაგიფასოთ თქვენი მარშრუტი. მოულოდნელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ გამოიყენოთ სანდო ტაქსის კომპანიების მომსახურება.
წესით, ტაქსით ბათუმიდან ხულომდე მგზავრობა (ერთი გზა) 70 - 100 ლარამდე უნდა შეადგინოს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ Yandex Taxi, Maxim ან Bolt App. ხელმისაწვდომია როგორც Apple Store- ისთვის, ასევე GooglePlay- ისთვის. თითოეულ კომპანიას აქვს განსხვავებული ტარიფი.
Yandex/Maxim/Bolt
ჩვენ პირადად უპირატესობას ვანიჭებთ bolt-ს, რადგან კომპანია გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით.
Bolt
Maxim
Maxim
ბათუმიდან ხიხანის ციხემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი გზა არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ ხულოს ცენტრში მისვლა. აქ იყო მარშუტკა, რომელიც ბათუმიდან ხიხაძირში მიდიოდა, მაგრამ ამ პოსტის დაწერის მომენტში ეს მარშრუტი გაუქმდა.
შეგიძლიათ დარეკოთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომ გადაამოწმოთ:
+995 577 90 90 91
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგიძლიათ წახვიდეთ მარშრუტით ბათუმი - ხულო - ხიხაძირი
ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან https://goo.gl/maps/hVxUwSbuhKTrcYyc7 გადის ე.წ. "მარშრუტკა" - მიკროავტობუსი ნომერი 1. ტრაფარეტზე მითითებული იქნება ბათუმი - ხულო. მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 6 ლარია.
ფასი: 6 ლარი s
ხანგრძლივობა: 2 სთ - 2,5 სთ
სიხშირე: ყოველ 30 წუთში
სამუშაო საათები: დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე
ხულოს ცენტრიდან ხიხანის ციხემდე მისასვლელი რამდენიმე გზა არსებობს:
+995 577 90 90 93
დარწმუნდით, რომ თქვენი მოგზაურობისთვის მზიანი დღე გაქვთ არჩეული. ვიზიტის საუკეთესო დრო: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი;
*მნიშვნელოვანია: ტურისტული ინფორმაციის ცენტრის მონაცემებით, ზამთარში ხიხანის ციხის მონახულება თითქმის შეუძლებელია.
დაიწყეთ ლაშქრობა დილით ადრე;
დარწმუნდით, რომ თან გაქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა / პასპორტი, რომელიც შეიძლება მესაზღვრეებმა მოგთხოვონ;
არ დაგვავიწყდეთ თავზე რამის დაფარება და წყლის ბოთლი.
აკონტროლე წყლის ბალანსი!
აქ არის პატარა ქოხი, რომელიც ტურისტებისთვის ღიაა. ეს ის ადგილია, სადაც შეიძლება კემპინგის მოწყობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იგი არ არის კეთილმოწყობილი, მიტომ თქვენ დაგჭირდებათ მატრასი და საძილე ტომარა.
ჩვენი რჩევა იქნება წაიღოთ კარვები და დაბანაკდეთ ხიხანის ციხესთან ახლოს. ეს ადგილი გამოირჩევა შესანიშნავი ხედებითა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცით, აქ შეგიძლიათ დაანთოთ კოცონი და მოაწყოთ მყუდრო სამყარო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
შეეცადეთ ძალიან მშრალ ადგილას არ დაანთოთ კოცონი, რადგან შესაძლოა პატარა ნაპერწკალმაც კი გამოიწვიოს მოულოდნელი ხანძარი.
გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია საქართველოს მთიან მხარეზე, იგი არ გამოირჩევა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების სიმრავლით. აქ არის საოჯახო ტიპის სასტუმროების დიდი რაოდენობა. სამწუხაროდ, მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ინტერნეტში, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით გაგვერკვია თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და შევადგინეთ დასარჩენი ადგილების სია.
ამ სასტუმროებს Booking.com- ზე ნახვას ვერ შეძლებთ. დაჯავშნა შეგიძლიათ მათთან დარეკვით. სოფლებში გუგლის რუკებზე ქუჩები არ არის, თუმცა ჩასვლისას ყველგან დაინახავთ ნიშნულებს.
იზოლდა, საოჯახო სასტუმროების მფლობელი. ასევე ეს ქალბატონი მუშაობს მუზეუმში, მას ასევე შეუძლია გახდეს თქვენი გიდი ხიხანის ციხემდე.
საკონტაქტო: +995591714015
ქვემოთ ჩვენი ფავორიტი ადგილებია აღნიშნული. დამატებითი მეტის ნახვა შეგიძლიათ Booking.com- ზე.
ხულოში არის რამდენიმე კვების ობიექტი.
ხიხანის ციხესთან მიმდებარე კვების ობიექტები
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტერიტორია არ გამოირჩევა კაფე/რესტორნების სიმრავლით, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ საჭმელად ზემოთ აღნიშნულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში, თუ დარეკავთ და შეუკვეთავთ წინასწარ. (ღამისთევა არ არის აუცილებელი)
რესტორნები
რესტორანი "ABX" (ჩვენი პირადი ფავორიტი)
ეს რესტორანი შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს მისაგნებად, რადგან ის შენობის მეორე სართულზეა. რესტორანს აქვს შესანიშნავი ხედი, მისაღები ფასები და მომსახურეობის კარგი სერვისი!
https://goo.gl/maps/Ui2XAt62m3A9FJqP9
- ხულოს რესტორანი
https://goo.gl/maps/kaAJoV3tGCKyA1JS7
- რესტორანი აჭარა
https://goo.gl/maps/yHa53JAivRFhrdiSA
რესტორანი თაგოში
გლემპინგ თაგო რესტორანი, რომლიც გთავაზობთ ვეგეტარიანული მენიუს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძები და შეისვენოთ ხიხანის ციხისკენ მიმავალ გზაზე.
გლემპინგ თაგო წარმოადგენს პატარა სტარტაპს, რომლის მიზანია გააზრებული მოგზაურობის გაღრმავება საზოგადოებაში, მზრუნველობისა და სიყვარულის უზრუნველყოფა ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებს შორის, მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული წევრი თავს კარგად იგრძნობს.
ჩვენ ვქმნით კომფორტულ ადგილს ავთენტური აჭარის შუაგულში.
აქ შეძლებთ შექმნათ ახალი ისტორიები და გადაეშვათ ახალ თავგადასავლებში.

მთიანი აჭარა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილია საქართველოში. ამ პოსტში სიამოვნებით გაგიზიარებთ მის ყველა საიდუმლოებას და გამოუვლენელ საგანძურს!

სასიხარულო ამბავი თქვენთვის: გლამპინგების ბიზნესი აჭარაში ბოლო დროს აქტიურად ვითარდება და ახლა თქვენ გაქვთდ დიდი არჩევანი!

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა თქვენთვის საუკეთესო რჩევები აქტიური გარე დასვენებისთვის, Glamping Tago-ს მაგალითზე.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია,
მოგვწერეთ!